დღეს, მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დღე აღნიშნავს. მსოფლიო აღნიშნულ დღეს 1996 წლის 23 აპრილიდან ზეიმობს. გადაწყვეტილება იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს (რეზოლუცია № 3.18) იქნა მიღებული განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.
გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რიგი ქვეყნებისა და ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებიც მანამდეც აღნიშნავდნენ წიგნის დღეს. ეს თარიღი შეირჩა იმის გამო, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.