შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის სტატისტიკას აქვეყნებს.
მარტში, ისრაელში საქართველოს 996 მოქალაქე გაემგზავრა, საიდანაც ქვეყანაში 129 არ შეუშვეს.
გარდა ამისა, მარტში, თურქეთში არ შეუშვეს საქართველოს 20 მოქალაქე, უკრაინაში - 28, ბელარუსში - 11, რუსეთში - 4, ხოლო კატარში - 2 მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარტში როგორც შენგენის, ისე არა შენგენის ზონის ქვეყნებში, ყველაზე მეტი უარი ქვეყანაში შესვლაზე საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში უთხრეს.
აღსანიშნავია, რომ შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს, ისრაელში 1021 საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა, საიდანაც 130 მათგანი ქვეყანაში არ შეუშვეს.