პორტუგალიის ქალაქ მადეირაში ტურისტული ავტობუსი გადატრიალდა და სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ინფორმაცია პორტუგალიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Lusa-მ დაადასტურა.
გერმანული ტაბლოიდის ინფორმაციით, 9 გერმანელი ტურისტია გარდაცვლილი. ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, ავტობუსს 50-მდე მგზავი გადაჰყავდა.
პორტუგალიურ მედიაში ავტოკატასტროფის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები ვრცელდება.
