18 აპრილს 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიხსნება.
პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ 280-მდე სკოლა მონაწილეობს.
სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები.
თამაშებს წარუძღვება საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?”.
ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სკოლის გუნდი ფინალში გადავა. ფინალური თამაში კი 22 მაისს თბილისში გაიმართება. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.