მარტში, კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.
კომპანიის ინფორმაციით, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.
კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის.
მარტში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (585); ჩუღურეთშია (430) და სანზონაში (332) ჩაიხსნა.
რაიონების მიხედვით მარტის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
◾ სამგორში - 585
◾ ჩუღურეთში - 430
◾ სანზონაში - 332
◾ ისანი - 287
◾ ნაძალადევი - 284
◾ გლდანი - 231
◾ მთაწმინდა - 194
◾ კრწანისი - 165
◾ ვაზისუბანი - 145
◾ ვაკე - 96
◾ დიდუბე - 58
◾ ნუცუბიძე - 49
◾ წყნეთი - 34
◾ დიღომი - 25