ნაპოლეონ ბონაპარტეს სამი სასიყვარულო წერილი, რომლებიც მან თავის მეუღლეს - ჟოზეფინას გაუგზავნა, საფრანგეთში აუქციონზე 510 ათას ევროდ გაიყიდა. იუწყება აუქციონის სახლი Drouot-ი.
ყველაზე ძვირად გაიყიდა წერილი, რომელიც ნაპოლეონმა 1796 წელს, თავისი იტალიური კამპანიის დროს დაწერა. წერილი აუქციონის ერთ-ერთმა მონაწილემ 221 ათას ევროდ შეიძინა.
„სიყვარული ზეიმობს“, - დაწერა მიკრობლოგ „ტვიტერში“ აუქციონის ორგანაზატორმა.
ნაპოლეონის წერილები და სხვა ლოტები შედიოდა კომპანია Aristophil-ს კოლექციაში, რომელმაც თავი ბანკროტად 2015 წელს გამოაცხადა. გაკოტრებული კომპანიის კუთვნილი ხელნაწერები აუქციონებზე ექვსი წლის განმავლობაში გაიყიდება.
