პრინცესა რიმა ბინტ ბანდარი აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას საუდის არაბეთის მეფე სალმანმა ხელი უკვე მოაწერა.
ამ გადაწყვეტილებით, პრინცესა ბანდარი საუდის არაბეთის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნა.
ელჩად წარდგენამდე, პრინცესა რიმა ბინტ ბანდარი საუდის არაბეთში სპორტის ფედერაციას განაგებდა.