შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, რომლის უმთავრესი ამოცანაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ამ მიზნით, ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი", - განაცხადა მეზვრიშვილმა.