ბარნოვზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის პროცესი დაიხურა.
აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა მიმართა და განმარტა, რომ დანაშაული სექსუალური ხასიათის იყო, საქმე გაუპატიურებას, ოჯახურ ძალადობას ეხებოდა, რის გამოც პროცესი უნდა დახურულიყო.
შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.