შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ძლიერ საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია, აიძულოს „ქართული ოცნება“ რეალურად დათმოს მთავარი პროკურორის თანამდებობა. ასეთმა საზოგადოებრივმა წნეხმა აიძულა ხელისუფლება გადაეყენებინა მთავარი პროკურორი, ასეთ წნეხს შეუძლია აიძულოს ხელისუფლება მთავარ პროკურორად დაინიშნოს არა მისთვის სასურველი არამედ საზოგადოებისთვის სანდო პერსონა”, - განაცხადა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ.
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარუდგინა – შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი. მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.