„ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ეცდება საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი პირის დამტკიცებას მთავარ პროკურორად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
„ამის საშუალება არ უნდა მივცეთ არც ოპოზიციამ არც სამოქალაქო საზოგადოებამ, თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში გვქონდეს გარღვევა, მივიღოთ დამოუკიდებელი და ობიექტური მართლმსაჯულების სისტემა, აღარ გვქონდეს სარალიძის შემთხვევის მსგავსი ძალიან მძიმე შემთხვევები მართლმსაჯულების სისტემაში“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, პროკურორის შერჩევის პროცესს ჩამოშორდეს და მინისტრთა კაბინეტში აღარ იყოს თეა წულუკიანი.
„წულუკიანის მიმართ არსებობს არაერთი შეკითხვა და განსაკუთრებით მთავარი პროკურორების შერჩევასთან დაკავშირებით. მის მიერ წარდგენილი ყველა წინა პროკურორი თანამდებობაზე მუშაობას ამთავრებდა პოლიტიკური სკანდალით და რა თქმა უნდა, არც ამ პროცესში გვაქვს მოლოდინი, რომ მის მიერ შერჩეული კანდიდატის, მით უმეტეს, როდესაც პროცესს ბოიკოტირებას უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ჩვენ წარდგენილი გვყავს შალვა შავგულიძე, რომელიც რეალურად იქნება პოლიტიკური გავლენებისგან, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და რაც მთავარია, იქნება დამოუკიდებელი ობიექტური და პროფესიონალი“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.