თბილისში, დიდუბეში ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე დაჭრეს.
ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.