მიშელ პლატინი 63 წლის გახდა. ფრანგი ფეხბურთელი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. უეფა-ს პრეზიდენტი 2007-2015 წლებში, მიშელ პლატინი 1955 წლის 21 ივნისს ქალაქ ლორენში დაიბადა.
მარადონას შემდეგ პლატინი ყოველთვის ითვლებოდა 80-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. მისი პირველი კლუბი იყო "ნანსი". "ნანსიში" კარგი თამაშის შემდეგ გადავიდა "სენტ ეტიენში", სადაც მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული.
შემდეგ შეამჩნია იტალიურმა კლუბმა "იუვენტუსმა" და გადაიბირა. პლატინიმ თავი გამოიჩინა ტექნიკითა და ჯარიმის შესრულებით. ის იყო საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. მისი დამსახურებით საფრანგეთი გახდა ევროპის ჩემპიონი 1984 წელს, სადაც 5 თამაშში გაიტანა 9 გოლი.
პლატინი და ზინედინ ზიდანი დასახელებულნი არიან საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებად.