მოქალაქეები იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს გადადგომის მოთხოვნით წერილებს უგზავნიან.
მოქალაქეები მინისტრს წერილს "საქართველოს ფოსტის" საშუალებით უგზავნიან.
წერილის გაგზავნის შემდეგ ფოტოებს Facebook-ზე ტვირთავენ და ჰეშთეგს #1000წერილითეას იყენებენ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც სავარაუდოდ გაირკვევა, დატოვებს თუ არა თეა წულუკიანი თანამდებობას.