პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ენმ-ის წარმომადგენელ რომან გოცირიძესა და მმართველი გუნდის წარმომადგენელ ეკა ბესელიას შორის, რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მწვავე კამათი გაიმართა.
ეკა ბესელიას გაღიზიანება რომან გოცირიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან დეპუტატის დაკავებას "უპრეცედენტო ფაქტი" უწოდა.
"კარგით, რაა, "უპრეცედენტოს" მაინც ნუ უწოდებთ, დაგავიწყდათ, დეპუტატი კობა დავითაშვილი და ვალერი გელაშვილი არათუ განარიდეთ ან დააკავეთ, არამედ ზუსტადაც რომ გაიტაცეთ და სიკვდილამდე მიიყვანეთ. ამის მერე ამას როგორ ამბობთ, " - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მის ამ რეპლიკას რამდენიმე წუთის განმავლობაში დეპუტატების ხმამაღალი კამათი მოჰყვა.