ბარსელონაში შაკირასა და ჟერარდ პიკეს სახლი გაქურდეს. როგორც უცხოური მედია წერს, ქურდებმა სახლიდან ცოლ-ქმრის კუთვნილი ძვირფასეულობა და საათი გაიტანეს.
როგორც ირკვევა, ინციდენტისას საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მცველი ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა, ხოლო შაკირას გერმანიაში კონცერტები ჰქონდა.
წყვილმა სამართალდამცავებს მიმართა და ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო