თბილისის საკრებულოში შემეცნებით-კულტურული პროექტის - ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში, ღონისძიება თემაზე -,,მტკვარი-თბილისის უტყვი მემატიანე“ გაიმართა.
აღნიშნული პროექტი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით, სხვადასხვა ისტორიებით, ტრადიციულად, ყოველი თვის პირველ შაბათს ხორციელდება.
ღონისძიების ფარგლებში, მარიკა დარჩიამ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად აღნიშნული თემით დაინტერესებულ სტუმრებს უმასპინძლა.
მარიკა დარჩიას განმარტებით, პროექტის მიზანი ყველა მსურველისთვის თბილისის ისტორიის გაცნობაა.
,,ეს შეხვედრები საზოგადოებისთვის თბილისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფაქტების გაცნობას ემსახურება. პროექტში ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და ჩვენი დედაქალაქის ისტორიის მცოდნე ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებიც მოწვეულ სტუმრებს თვითმმართველობის განვითარების ეტაპებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან. ამდენად, მომხსენებლებს ჩვენ ყოველთვის გულისყურით ვარჩევთ ხოლმე’’, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
დღესვე, თამარ მეფის სახელობის დარბაზში თბილისში მცხოვრები ბანგლადეშელი მხატვრის- მიმო სუკხის ნამუშევრები გამოიფინა.
ღონისძიების დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ეთნოლოგმა თამილა ცაგარეიშვილმა მიმართა და თემაზე -,,მტკვარი-თბილისის უტყვი მემატიანე“ მოხსენება წაიკითხა.
პროექტი -,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ კვლავაც გაგრძელდება.