საოფისე გინეკოლოგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელმაც შეცვალა მრავალი გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ გინეკოლოგია ქირურგიული დისციპლინაა, ანუ დაავადებების უმრავლესობის მკურნალობა ქირურგიული გზით ხდება. ათწლეულების განმავლობაში, გინეკოლოგიაში ძირითადად გამოიყენებოდა მუცელკვეთა, ანუ ლაპარატომია, რომელიც დიდ ტრავმას ტოვებდა და ხშირად იწვევდა სერიოზულ გართულებებს. ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, შეიქმნა მინიმალურად ინვაზიური ჰისტეროსკოპიული და ლაპარასკოპიული ინსტრუმენტები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ შედარებით პატარა განაკვეთებით ჩატარდეს ოპერაცია.
საოფისე გინეკოლოგიის უპირატესობები
საოფისე გინეკოლოგია შესაძლებელს ხდის ჰისტეროსკოპიული ოპერაციების ჩატარებას ოფისში, უმეტეს შემთხვევაში - ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე. ასეთი ტიპის ოპერაციისთვის პაციენტის სტაციონარში მოთავსება აღარ არის საჭირო. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ, პაციენტს სხეულზე ნაწიბური არ აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ საოფისე გინეკოლოგიის პირობებში, ოპერაციული ჩარევების შედეგად გამოწვეული გართულებების რაოდენობა ნულს მიუახლოვდა.
საოფისე გინეკოლოგიის დახმარებით, ხშირ შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია, რომ ჩვეულებრივი სამუშაო დღის შემდეგ მივიდეს გინეკოლოგიურ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდება მკურნალობა და 15-20 წუთის შემდეგ წავიდეს სახლში. პაციენტი მეორე დღესვე სამსახურში წასვლას შეძლებს. გარდა ამისა, თუ პაციენტი ვარჯიშობს, ვარჯიშის გამოტოვებაც კი არ მოუწევს მას.
რა შემთხვევებში გამოიყენება საოფისე გინეკოლოგია?
საოფისე გინეკოლოგს შეუძლია მიმართოს ყველა ტიპის გინეკოლოგიური ჩივილების მქონე ადამიანმა, რადგან არის შემთხვევები, როცა მკურნალობა საოფისე გინეკოლოგიის პირობებშია შესაძლებელი და არ საჭიროებს დიდ ქირურგიულ ოპერაციას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არის შემთხვევები, როცა საოფისე გინეკოლოგია არ გამოიყენება და საჭიროა დიდი ოპერაცია.
საოფისე გინეკოლოგია „კარაპს მედლაინში“
კლინიკა „კარაპს მედლაინის“ საუკეთესო მომსახურებას გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექიმები და, ასევე, უმაღლესი ხარისხის ტექნიკა განაპირობებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კლინიკაში საოფისე გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობენ: ფსიქოლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროპათოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი და პათომორფოლოგი. შედეგად, ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ჩავატაროთ პაციენტის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული კონსილიუმი.
საოფისე გინეკოლოგია „კარაპს მედლაინში“ შემდეგ მომსახურებებს მოიცავს:
- კომბინირებული კოლოსკოპია - ZEISS კოლპოსკოპით და სპეტქრული, ავტომატური და კიდირებული რუქის მეშვეობით ჩატარებული გამოკვლევა DYSIS კოლპოსკოპით
- საოფისე დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია STORZ-ის აპარატით
- ინფექციების დიაგნოსტიკა პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის (PIF) მეთოდით (DIF ASSAY)
- ვულვის /საშოს /საშვილოსნოს ყელის კონდილომების CO2-ლაზეროვაპორიზაცია
- საშვილოსნოს ყელის კონიზაცია CO2-ლაზერის აპარატით
- ATMOS STROBO 21 LED - მაღალი სიხშირის რადიოტალღური აპარატი
- საშვილოსნოს ყელის, ვულვის კონდილომების კრიოდესტრუქცია
- MonaLisa Touch - ვულვის და საშოს არაქირურგიული ლაზერული გაახალგაზრდავება-პლასტიკა
- Pap test , HPV გენოტიპირენა, ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა პაპანიკოლაუს მეთოდით