ცხოველთა მონიტორინგის სპეციალურმა სამსახურმა გადაარჩინა ჰასკის ჯიშის ძაღლი, რომელიც მდინარე მტკვარში ჩავარდა. ამ განცხადებას სამსახური თავის Facebook გვერდზე აქვეყნებს.
ძაღლის მეპატრონემ გააკეთა განაცხადი, რომ დილით სეირნობისას 9 თვის ჰასკი დაეკარგა.
მოგვიანებით ზედამხედველობის სამსახურმა მეპატრონეს შეატყობინა, რომ ძაღლი ნაპოვნია.
ლეკვი დაუდგენელი ვითარებით აღმოჩნდა მდინარე მტკვარში. მან შეძლო ჯებირებამდე გამოცურვა, თუმცა ამოსვლას ვერ ახერხებდა. მაშველების თქმით, ის შეშინებული და დაღლილი იყო, თუმცა მშვიდად ელოდა მათ დახმარებას, რომლებმაც უკანასკნელ წუთებში მოახერხეს მისი მდინარიდან ამოყვანა.