დღეს მსოფლიო გარემოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გარემოს საერთაშორისო დღე გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი ჩაბმა გარემოს დასაცავად მიმართულ ქმედებებში. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნავენ საქართველოშიც.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.