19 მაისს, 10:00 საათზე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციისა (EFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების ორგანიზებით ექიმებისთვის კოლპოსკოპიის კურსი დაიწყება. ტრენინგებს ევროპელი სპეციალისტები გაუძღვებიან.
მისამართი: აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი; ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო-სატრენინგო ცენტრი (კლინიკა „ლანცეტის“ მიმდებარედ).