3 ივნისს თბილისში, მზიურის პარკში ეკონომიკის სამინისტროს პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ფერების ფესტივალი გაიმართება
ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება და ფერების შოუსთან ერთად სტუმრები სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
ერთდღიანი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული ჯგუფების: რეზო და ბავშვების, ჯგუფი არა-სა და Percduo-ს კონცერტები.
შოუზე 3 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება არ არის რეკომენდირებული. სხვა სტუმრებისთვის კი, დასწრება თავისუფალი იქნება.