ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1994-2017 წლებში, 3,7 წლით 77.8 წლამდე, მამაკაცების კი, 3,2 წლით 69.2 წლამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერიდან მიღებულმა მონაცემებმა დღის წესრიგში დააყენა წინა წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშებისა და განახლების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილიყო ისტორიული მწკრივის ჰარმონიზაცია აღწერიდან მიღებულ შედეგებთან.
მათივე ცნობით, გადაანგარიშება განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური და ტექნიკური დახმარების ფარგლებში.