უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ILGA-Europe LGBTI პირების უფლებების დაცვის ინდექსი გამოაქვეყნა.
კვლევაში საქართველოს 100%-დან 25,87% აქვს მინიჭებული.
ამ მაჩვენებლით, საქართველო LGBTI პირების უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში პირველი, ხოლო საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში მეორეა. მას მხოლოდ ესტონეთი უსწრებს (39%).
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ლიდერია. ის ამ მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას: ბულგარეთს, რუმინეთს, ლიტვას, პოლონეთსა და ლატვიას.
LGBTI პირებს უფლებების დაცვის მხრივ ლიდერია მალტა (91,04%), მას მოსდევენ ბელგია (78,76%), ნორვეგია (77,74%), გაერთიანებული სამეფო (73,48%) და ფინეთი (73,27%).
რაც შეეხება ყველაზე ცუდ სიტუაციას - სექსუალური უმცირესობების უფლებები ყველაზე დაუცველია აზერბაიჯანში (4,7%). ბოლო ხუთეულში მოხვდნენ სომხეთი (7,2%), თურქეთი (8,6%), მონაკო (9,76%), რუსეთი (10,9%).