მას შემდეგ, რაც ლიტვამ ოფიციალურად მიუთითა საქართველოს ალტერნატიულ დასახელებად - „საქართველო“ (ნაცვლად აქამდე არსებული „გრუზიისა“), თბილისში ლიტვის ავთენტური სახელისთვის დისკუსიები დაიწყეს. გადაწყდა, რომ ლიტვისთვის ოფიციალურად დაერქმიათ „ლიეტუვა“, რადგან სწორედ ასე ჟღერს ქვეყნის სახელი ლიტვურ ენაზე. წერს ლიტვური გაზეთი.
ეს არის საპასუხო ჟესტი ქართული მხარის მხრიდან.
საქართველოს ელჩი ლიტვაში, ხათუნა სალუქვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დაიწყეს დისკუსია „ლიეტუვას“ ავთენტური სახელწოდების დაკანონების შესახებ. ამ მომენტისთვის ქვეყნის დასახელებად გამოიყენება - ლიტვა.
ცნობისთვის, ლიტვის ენის სახელმწიფო კომისიამ 3 მაისს დამტკიცდა საქართველოს ალტერნატიული სახელი - "საქართველო". ახალ სახელთან ერთად კომისიამ ასევე დაამტკიცა, რომ ქართველ ხალხს უწოდონ „ქართველები“.