აქციის ორგანიზატორებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა. აქციის მონაწილეებს შეხვედრის შედეგები ბექა წიქარიშვილმა გააცნო. მისი თქმით, შს მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგბელობას არ გაურბის. მისივე თქმით, ხვალ 10:00 საათიდან მინისტრთან განიხილავს 12 მაისის მოვლენებს და მინისტრი მზად არის ყველა ის პირი, ვისი მხრიდანაც ადგილი ჰქონდა გადაცდომას, პასუხს აგებს.
გარდა ამისა, ბექა წიქარიშვილის განცახდებით, განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონზე მუშაობა და უახლოეს დღეებში იქნება პროგრესი.
„ესკალაციის რისკი რეალურად არის დიდი. ეს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ არ გვინდა არანაირი დაპირისპირება. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოგვარების მომხრეები პრობლემების“, -განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მინისტრის შემოთავაზების მიღება მათ არაფერს ვნებს. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია თავიდან აცილებული იქნას დაპირისპირება და საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა.