ჩვენ ასეთი შემთხვევებისთვს მომზადებული გვყავს შავპერანგიანთა რაზმები, რომლებიც მზად არიან დაპირისპირებაში ჩასართავად, - ამის შესახებ "ნაციონალისტური ორგანიზაცია “საქართველოს ეროვნული ერთობის” წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი მზად არიან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს.
"ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა კონტრაქციის მონაწილემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მონაწილეები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.
ისინი 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია.
მათ პრესკონფერენციაზე კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე ისაუბრეს.
კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა:
1. საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვას ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 12 მაისს კლუბებში ბასიანსა და გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. სხვა შემთხვევაში გადადგეს;
2. მათი თქმით, სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გარეშე ვერ დაიგეგმებოდა, ამიტომ მიზეზებზე უნდა ისაუბროს მან. გარდა ამისა კვლავ რჩება მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში;
3. საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეიცვალოს.
ფოტო: ნეტგაზეთი