ნაციონალისტური ჯგუფის წევრები ამ წუთებში დინამოს სტადიონიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
მათ ნაწილს სახე სამედიცინო ნიღბით აქვს დაფარული.
„პირდაპირ სამოქალაქო ომით და დაპირისპირებით გვემუქრებოდნენ ნარკომოვაჭრეების დამცველები და ლგბტ-ს დამცველები, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ,“-განაცხადა „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის" წევრმა გიორგი ჭელიძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი შინაარსის აქციების გამართვას რუსთაველის გამზირზე არ დაუშვებს.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მონაწილეები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.
ისინი 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია.
მათ პრესკონფერენციაზე კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე ისაუბრეს.
კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა:
1. საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვას ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 12 მაისს კლუბებში ბასიანსა და გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. სხვა შემთხვევაში გადადგეს;
2. მათი თქმით, სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გარეშე ვერ დაიგეგმებოდა, ამიტომ მიზეზებზე უნდა ისაუბროს მან. გარდა ამისა კვლავ რჩება მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში;
3. საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეიცვალოს.