პატივისცემის ნიშნად, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
აქციის მონაწილეებს მემორიალთან ყვავილების მიტანის შესაძლებლობას სხვა მოქალაქები არ აძლევდნენ, თუმცა პოლიციის მისვლის შემდეგ აქციის მონაწილებმა მემორიალი ყვავილებით შემკობა შეძლეს.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მონაწილეები და მხარდამჭერები იკრიბებიან.
ისინი 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია.
მათ პრესკონფერენციაზე კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე ისაუბრეს.
კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა:
1. საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვას ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 12 მაისს კლუბებში ბასიანსა და გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. სხვა შემთხვევაში გადადგეს;
2. მათი თქმით, სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გარეშე ვერ დაიგეგმებოდა, ამიტომ მიზეზებზე უნდა ისაუბროს მან. გარდა ამისა კვლავ რჩება მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში;
3. საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეიცვალოს.