რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 13 მაისს, 15:00 საათზე განახლდება.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმულ კარვები რამდენიმე საათის წინ დაშალეს.
ცნობისთვის, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათ 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“.