რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორები პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას გეგმავენ. აღნიშნული ინფორმაცია აქციის მსვლელობისას “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა დავით სუბელიანმა გააჟღერა.
„იქნება პროცესები, სადაც ჩვენ კუთხეში უნდა მივიყვანოთ ხელისუფლება. უკვე არსებული კრიზისი კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ და მივაღებინოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია. ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას, კარვებს მოვიტანთ მალე”, – განაცხადა დავით სუბელიანმა.