„გამოდი! გამოდი!", - მსგავსი შეძახილებით მიმართავენ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი აქციებს იქამდე გამართავენ, სანამ მათთან შესახვედრად მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ.
„ახლა ის დროა, მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაგვცენ პასუხები“, - განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა.
ამ მომენტისათვის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზა გადაკეტილი აქვთ. მათ სამართალდამცველებს მიმართეს, რომ გზის დაკავების საშუალება მიეცათ, რისი ნებაც სამართალდამცველება აქციის მონაწილეებს დართეს.
ცნობისთვის, წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.