ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა ქუთაისსა და ბათუმში, თბილისში მიმდინარე აქციას სოლიფარობა გამოუცხადეს. აქციაზე შეკრებილებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.
სოლიდარობის აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ დუმილის დრო არ არის და მკაცრ ნარკოპოლიტიკას გმობენ.
ცნობისთვის, წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.