„აცხადებენ, რომ 8 რეალიზატორია დაჭერილი და თითქოს, ამ ადამიანებზე ფარულ თვალთვალს სამი თვის განმავლობაში ახორციელებდნენ, თუკი იცოდნენ, რომ ეს ადამიანები ნარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ, რაში დასჭირდათ ასეთი სცენის დადგმა.
როდესაც მილიგრამების გამო ადამიანებს იჭერენ ქუჩაში, ვერც ერთი ადამიანი, თუ ეს არ არის თავად შსს-ს მიერ ორგანიზებული დადგმული ფარული კადრები, როდესაც მათი ნარკოგამსაღებელი და თვითონ მონაწილეობენ ამაში, ვერავინ მსგავს ფაქტს ვერ გაბედავს”, - განაცხადა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბ „ბასიანის“ წარმომადგენელმა, ნაჯა ორაშვილმა.
ცნობისთვის, წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.