კლუბ "ბასიანთან," სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ერთი პირი შეუძლოდ გახდა. რუსთავი 2- ის ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა მობლიზებული.
კლუბ „ბასიანთან“ სიტუაცია პერიოდულად იძაბება. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულია კლუბის რამდენიმე დაფუძნებელიც.
სამართალდამცველები ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ და კლუბში მყოფი მოსახლეობა გარეთ გამოიყვანეს.