„ბასიანსა“ და „გალერიში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების გამო, კლუბ „ხიდზე“ ივენთი ჩაიშალა.
ივენთის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათ მიიღეს შეტყობინება, რომ სპეცრაზმი "ხიდზეც" აპირებდა შესვლას, ამიტომ მოქალაქეების უსაფრთხოების გამო ივენთი გააუქმეს და მხარდასაჭერად კლუბ "ბასიანისა" და "გალერის" შენობებთან გადაინაცვლეს.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.