მთაწმინდის პარკთან, სადაც ცოტა ხანში "ქართული ოცნების" ყრილობა უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
როგორც ადგილიდან "ჯი-ეიჩ-ენის" ჟურნალისტი იტყობინება, მთაწმინდის პარკის გადასახვევიდან მოქალაქეებს აჩერებენ და პირადი სამარშრუტო ტაქსებით გადაჰყავთ.
ცნობისთვის, მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბ "ანდერვილიში" "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება.
ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.
როგორც ცნობილია, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება და ის ამ პოზიციაზე გიორგი კვირიკაშვილს შეცვლის.
ყრილობა 16:00 საათზე დაიწყება, ის სამუშაო ფორმატში გაიმართება და პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.