თბილისში, მთაწმინდის პარკთან, სადაც რამდენიმე საათში "ქართული ოცნების" ყრილობა უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას "ბავშვთა სამყაროში" მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მართავენ.
ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და ზარალის დროულად ანაზღაურებას მოითხოვენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.