„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე, "საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ემუქრება პატიმრობა. უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი?", 44%-ს მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.
ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 38% არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს. 18%-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა.
კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.