თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულია 65 წლის მამაკაცი. ხანძრის შედეგად კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სადარბაზოში დიდი დაკვამლიანების გამო კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა.
მათივე ცნობით, დამწვარია 60–70 კვ.მ ფართობი.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.