გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 – 14 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა 11 – 13 მაისს დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი, 14 მაისს კი 2 – 3 გრადუსით მოიმატებს.
ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა 11 – 13 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მაისს +24 გრადუსამდე მოიმატებს.