გასული საუკუნის 70-იანი წლების საბჭოთა კავშირის ასტროფიზიკოსების ერთ-ერთი ვარაუდი იყო, რომ მთვარე არის უსიცოცხლო, მკვდარი კოსმოსური ხომალდი.
1968 წელს კი ნასამ გამოაქვეყნა მთვარის ანომალიების ჟურნალი, სადაც მოცემულია 579 ამოუხსნელი შემთხვევა მთვარეზე: მოძრავი მანათობელი საგნები, გეომეტრიული ფიგურები, გამქრალი კრატერები, ფერადი ორმოები და უამრავი სხვა რამ.
უფრო ადრე, 1940 წელს მთვარეზე დაფიქსირდა მოძრავი ობიექტი, რომელიც წამში 2-დან 7 კილომეტრამდე სიჩქარით მიდიოდა.
1995 წელს, ბრიტანული ჟურნალის (Elying Sauce Peview (N2 1995)) საშუალებით კი ცნობილმა რუსმა ასტრონომმა ალექს არხიპოვმა, ხმამაღლა განაცხადა რომ სჯეროდა მთვარეზე უცხოპლანეტელების ბაზის არსებობის შესახებ, რომლებიც დედამიწას აკვირდებიან.
თავის დროზე ამერიკულმა მისიებმა -"Rangers", "Serveytory", "Orbiter", "Apollo" ათასობით იდუმალი ფოტო გადაიღო, რომელიც მთვარეზე უცხო ცივილიზაციის არსებობაზე მიუთითებდა. მართალია ნასას ეს ინფორმაცია დღემდე გასაიდუმლოებული აქვს. თუმცა მაინც შემორჩენილია რამოდენიმე ფოტო, სადაც გარკვევით ჩანს, მთვარის მეორე მხარეს არსებული უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი.
დასასრულისთვის მოვიყვან ნილ არმსტრონგის საოცარ სიტყვებს, რომელიც შემდეგ უარყო, მაგრამ ათასობით ამერიკელმა მოისმინა ის და ისტორიასაც შემორჩა: