თბილისში, მტკვარში მაშველები მოქალაქეს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შევიდა შეტყობინება, რომ მტკვარში მოქალაქე გადახტა.
მათივე ცნობით, ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.