დამატებითი რეისები ბათუმის მიმართულებით.
საქართველოს რკინიგზა 11 და 13 მაისს მგზავრებს ბათუმის მიმართულებით №852/851 მატარებლით გადაიყვანს. თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი თბილისის სადგურიდან 8:50 წუთზე გავა და ბათუმში 14:15 წუთზე ჩავა, ხოლო ბათუმიდან 18:30-ზე გამოვა, თბილისში კი 23:59-ზე ჩამოვა.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
მათი შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეგიძლიათ.
(R)