მამაკაცი, რომელიც დღეს ხევში გადავარდნის შედეგად დაიღუპა, პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა.
ცნობისთვის, გიგა ტყემალაძე მეგობრებთან ერთად სოფელ ხადორის მიმდებარედ სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც კლდიდან ფეხი დაუცდა და ხრამში გადავარდა.
მისი ცხედარი ხრამიდან მაშველებმა ამოიყვანეს.