რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50 წლისა და 26 წლის ქალები და 4 თვის ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სავაადმყოფოში გადაიყვანეს.
ისინი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 4 თვის ჩვილი კი - რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში.
ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.