ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ელექტროსისტემაში წარმოქმნილი ავარია, ამ დროისათვის აღმოფხვრილია და ელეტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ავარიულად გაითიშა 220 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "კოლხიდა 2", რამაც მთელი საქართველოს ენერგოსისტემის პარალიზება გამოიწვია.
სავარაუდოდ ხაზის გათიშვა, ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.