ფლორიდის შტატის სკოლის ადმინისტრაცია, 14 თებერვლის ტრაგედიის გამო თავის მოსწავლეებისგან ითხოვს, უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ გამჭვირვალე ზურგჩანთები ატარონ.
როგორც სკოლის დირექტორი, რობერტ რანსი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, რომელიც 2 აპრილიდან შევა ძალაში, საშემოდგომო ადრადეგების დასრულებისთანავე და სკოლა წარუდგენს მოსწავლეებს გამჭვირვალე ზურგჩანთებს.
ასევე მათ მოთხოვნ ატარონ სკოლის სამკერდე ნიშანი. უახლოეს მომავალში დამონტაჟდება მეტალოდეტექტორები.
ცნობისთვის, სროლა ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს მოხდა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა, რომელიც 1999 წელს დაბადებული, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე ნიკოლას კრუზია. მან დანაშაული აღიარა, პოლიციამ მის წინააღმდეგ 17 ადამიანის მკვლელობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა.