საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს 2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით, არაა გამყარებული მტკიცებულებებით. იტყობინება გაზეთი Figaro.
„მე დადანაშაულებული ვარ ყველანაირი სამხილების და მტკიცებულებების გარშე” - განაცხადა სარკოზიმ 48 საათიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.
ყოფილმა პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა სასამართლოს მისთვის მოწმე-ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭებინათ - წერს გაზეთი. ესეთი სტატუსი სპეციფიურია ფრანგული სამართლის პრაქტიკაში: ეჭვმიტანილი ერთვება საქმეში როგორც მოწმე, თუმცა შესაძლოა დადანაშაულდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
ცნობისთვის, 20 მარტს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პარიზის გარეუბანში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით მოხდა. ფრანგული მედის ცნობით, ყოფილმა პრეზიდენტმა უკანონო დაფინანსება ლიბიის ყოფილი ლიდერისგან, მუამარ კადაფისგან მიიღო.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.