ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სახესა და ხელებზე დაზიანებები აღენიშნება.
„უახლოეს ორ კვირაში გვექნება ექსპერტის დასკვნა და ამას ყევლა ერთად გავეცნობით. თუმცა, აშკარა, რომ მას ხელებსა და სახეზე გარკვეული ძალადობის კვალი აღენიშნება. გასვენება გადაწყდა შაბათს, ის გადასვენებული იქნება წეროვანში, წმინდა გიორგის ეკლესიაში და იქიდან მოხდება ქანდის სასაფლაოზე გადასავენება“, - აცხადებს თინიკაშვილი.
ტატუნაშვილის ცხედარი ესპერტიზის ეროვნული ბიუროდან წილკანში დღეს, გამთენიისას გადაასვენეს.
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან გუშინ გადმოასვენეს.